"მოსკოვი, კრემლი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს"!
30-07-2019, 08:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბატონო (ამხანაგო?!) პრეზიდენტო, ვიდრე ქართველი დევნილები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ("სამხრეთ ოსეთი") ქართული დროშებით არ დაბრუნდებიან, ქართველებს რუსეთის ნდობა არცერთ შემთხვევაში არ ექნებათ, რაც არ უნდა შეპირდეთ მათ! ყველა ის პიროვნება, ვინც თქვენი გარემოცვიდან (სხვადასხვა "რჯულის" ლობისტები!) საპირისპიროს გეუბნებათ, იცოდეთ, რომ სიცრუით გკვებავენ! აგრეთვე, ის პოლიტიკური პერსონებიც, ვინც საქართველოდან მოსკოვს ხშირად სტუმრობენ და შეხვედრებს მართავენ თქვენს სახელმწიფო უწყებებში, - რუსეთის დუმაში, მთავრობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სხვა "კონსპირაციულ ადგილებში", ისინიც გატყუებენ (მიზანი, - დაფინანსება და ხელისუფლებაში მოსვლა)!

 

 

1921 წლის 25 თებერვალს, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინტერვენცია, ოკუპაცია და შემდგომი ანექსია, ბოლშევიკთა ერთ-ერთმა ბელადმა, სერგო ორჯონიკიძემ რუსეთში ასეთი შინაარსის დეპეშა გააგზავნა: "მოსკოვი, კრემლი, ლენინს, სტალინს! თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს"!

 

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ქართველი ხალხის ნებას გაითვალისწინებთ, რაზედაც ზევით მოგახსენეთ: დევნილების სახლებში დაბრუნება და სამხედრო ბაზების გაყვანა, - მაშინ გპირდებით, რომ აუცილებლად გამოგიგზავნით შემდეგი შინაარსის დეპეშას: "მოსკოვი, კრემლი, პრეზიდენტ პუტინს! სოხუმის და ცხინვალის თავზე ქართული ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს გამთლიანებულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ, დემოკრატიულ, - ნეიტრალურ საქართველოს"!!!

 

 

P.S. მერწმუნეთ, ეს გახლავთ ერთადერთი გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან, რადგანაც, მხოლოდ ღირსებით სავსე ურთიერთ დამოკიდებულებით და ურთიერთ პატივისცემით, შესაძლებელია ყველაფერი ნეგატიურის გადალახვა! პოზიტიური პასუხის აღსავსე მოლოდინით და თქვენდამი პატივისცემით...

 

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 1
#1   რუსლან გვარაძე
      
აუცილებლად! დევნილების დაბრუნება უნდა მოხდეს ეტაპობრივათ მაინც.ასევე მავთულ ხლართების გადაწევაც
30 ივლისი 2019 00:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი