„მიუხედავად იმისა, რომ „რუსთავი -2“ ის გუნდმა გადააგორა ბოლო პერიოდის მოვლენები, რაც იყო უდიდესი სტრესი, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც მუშაობს აქ და ახლაც დიდწილად ვართ გაურკვევლობაში, ჩვენი პასუხისმგებლობა პირველ რიგში მაყურებელთან გვავალდებულებს, რომ ეს არ უნდა აისახოს მაუწყებლობაზე, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „რუსთავი 2“ - ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ.
როგორც მელაძემ აღნიშნა, „რუსთავი 2“- ის ახალ გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე შემოდგომის ბადე დაიგეგმა, სადაც უცვლელი რჩება ყველა გადაცემა, რაც დღემდე გადიოდა „რუსთავი 2“ -ზე.
„პირველვე დღიდან, რაც პაატა სალია მოვიდა „რუსთავი 2“ - ში ახალი გენერლური დირექტორის სტატუსით, მაუწყებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეიძლება დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრაზე თათბირიც იყოს მასთან, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც არ შეჩერებულა, დღესაც იყო პროგრამირების საბჭო გენერალურ დირექტორთან, სადაც ვიყავით მათ შორის მეც, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და სხვა გადაცემების ხელმძღვანელებიც, ჩვეულებრივად დაიგეგმა შემოდგომის ბადე, სადაც, დღევანდელი მონაცემებით, ყველა გადაცემა არის ისევ ბადეში, მათ შორის, „არჩევანი“, „კვირის აქცენტები“, „შაბათის კურიერი“, „პოსტკრიპტუმი“, „ვანოს შოუ“ - ყველა გადაცემა რომელიც დღემდე გადიოდა ეთერში, დღევანდელი პროგრამირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ სექტემბრიდან, ყველა გადაცემა არის ბადეში, ამ მოცემულობით ვართ ამ რეალობაში. არ ვიცით, სექტემბრამდე რა შეიცვლება და ხელისუფლების ცდუნება - საბოლოოდ მოახრჩოს კრიტიკული ხმა სატელევიზიო ეთერში, კიდევვ რამდენ ხანს ეყოფათ ნერვები, ფაქტია, რომ დადასტურებული ინფორმაციით, საინფორმაციო პოლიტიკური კონტენტის, კრიტიკული ხმის შენარჩუნება ხელისუფლებისთვის დღესაც არის სერიოოზული დისკომფორტი და ისინი ამას საკუთარ გუნდში განხილვის შიგნით არ მალავენ და მათ შორის ეძებენ გზებს, როგორ შეიძლება უმტკივნეულოდ ეს პროცესი იყოს მათ სასარგებლოდ გადაწყვეტილი, ხელისუფლება მუშაობს ჩვენ გასაჩუმებლად, ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ გავჩუმდეთ, ვნახოთ ვინ გადაწონის, გადაწონის თავისუფალი ჟურნალისტების ხმა, თუ გადაწონის ხელისუფლების მცდელობა, რომელმაც დღემდე წარმატებით მოახერხა რამდენიმე სატელევიზიო არხზე საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარება", განაცხადა ნოდარ მელაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.