ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ გაიმართა
30-07-2019, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეიდან III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ გაიმართა.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირადმა შემადგენლობამ სამშვიდიბო მისია III ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს გადააბარა. დღეიდან, III ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული მომდევნო 7 თვის განმავლობაში ოპერაციის რაიონის კონტროლისა და სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.

 

 

ღონისძიებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი გერჰარდ კლაფლისი, მრავალეროვნული ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სვენ მეიერი და კოალიციური ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

ქართველ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით დასრულება ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ პირადად მიულოცა. ბაზა "მარმალის" მრავალეროვნული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა სვენ მეიერმა კი, სიტყვით გამოსვლისას, ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიულ სტანდარტზე გაამახვილა ყურადღება და III ქვეითი ბრიგადის ასეულს სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.

 

 

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მედლებით და მისიაში ღირსეული და გამორჩეული მსახურისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას მიმდინარე წლის იანვრიდან ასრულებდა. ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია უდანაკარგოდ და წარმატებით დაასრულა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი