საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
30-07-2019, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

 

 

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.მ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში, მოლარეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იგი აიძულა სალარო გაეხსნა, რათა მისთვის ფული და სიგარეტი მიეცა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს, სიგარეტები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

 

საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, ასევე, დადგინდა, რომ ი.მ.-მ იმავე დღეს, დილის საათებში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მაღაზია დააყაჩაღა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით.

 

 

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი