პარტია „გამარჯვებული საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მაღალი რანგის პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
„მე მინდა დღეს გითხრათ სწორედ იმ ძალიან შემაშფოთებელი სამართლებრივი პრაქტიკის შესახებ, როდესაც პოლიციელებს მათ შორის მაღალი რანგის პოლიციელებს, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებამდე ერთი დღით ადრე დააწერინეს ჩვენებები, სრულიად უბადრუკი, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს, რომ მათ დაინახეს, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც რაღაცას ხელმძღვანელობდა და თავადაც არ იციან, რას” ,- განაცხადა კემულარიამ.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილის ტყვეა.
„გამარჯვებული საქართველოსთვის“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ბიძინა ივანიშვილის ტყვე. მორის მაჩალიკაშვილი ახალგაზრდა ვაჟკაცი კაცი არის, რომელიც ანტისაოკუპაციო მიტინგში მონაწილეობდა არის პოლიტპატიმარი და ტყვე. ბეჟან ლორთქიფანიძე არის პოლიტიკური პატიმარი და ყველა 19 ახალგაზრდა, რომელიც არის დაკავებული აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არიან პოლიტიკური პატიმრები, ისინი არიან გმირები, რომლებიც სამშობლოს დეოკუპაციისთვის იბრძოდნენ და ვინც მეგობრობდნენ რუსეთთან, ისინი გამოჰყავთ გმირები, ხოლო ისინი, ვინც იცავდნენ საქართველოს და პატრონობდნენ, თურმე მოძალადეები და რადიკალები არიან. ნიკა მელია, რომელიც გამოკეტეს სახლში და რომელიც ჩამოაცილეს ძალადობრივად პოლიტიკურ პროცესებს, ასევე არის პოლიტიკური პატიმარი“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.