"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერი მაია ფანჯიკიძე, პრემიერ-მინისტრის გაეროში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ წარმოუდგენელია, პრემიერი იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი ან პირიქით.
"არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ჰქონდეს მოწვევა დამატებით ღონისძიებაზე, მაგრამ იმ დამატებით ღონისძიებაზეც უნდა წავიდეს ის, ვინც იქნება ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი; ვერ წარმომიდგენია, რომ პრემიერი იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი ან პირიქით. ეს ალბათ, არასდროს მომხდარა გაერო-ს ისტორიაში. ძალიან ცუდი იყო შარშანდელი გამოცდილება, როდესაც საჯარო განხილვები მოყვა ამ საკითხს, თუ ვინ წავიდოდა. იმედი მქონდა, რომ წელს რაღაცას ვისწავლიდით შარშანდელიდან გამომდინარე", -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
სექტემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც ორმხრივი, ისე გაფართოებული შეხვედრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.