თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ დღეს, მთაწმინდის რაიონში მდებარე N4 და N144 საჯარო ბაგა-ბაღებში მიმდინარე გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაათვალიერა.
N4-ე ბაგა-ბაღის შენობა ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი მდგომარეობა რეაბილიტაციის დაწყებამდე კრიტიკული იყო. ამორტიზებული იყო შენობის ძირითადი ნაწილი, იშლებოდა ფასადი, დაზიანებული იყო კიბე, რომლითაც აღსაზრდელები ყოველდღიურად სარგებლობდნენ.
ამჟამად, შენობა უსაფრთხოების ბადეებითაა დაცული, მიმდინარეობს ავარიული კონსტრუქციული ნაწილების დემონტაჟი, საძირკვლის გამაგრება და ფასადის რეკონსტრუქცია. პროექტის დასრულება 2020 წლის თებერვლისთვის იგეგმება.
რაც შეეხება N144 ბაგა-ბაღის შენობას, მისი გამაგრება-რეკონსტრუქცია სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება, აღსაზრდელებს კი ბაღი ოქტომბრიდან მიიღებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ამჟამად 9 საგანმანათლებლო დაწესებულების გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტს ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.