თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში, ვარდიგორა-ჯგილათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-ა/ბეტონის საფარით მოწყობა, სრული დატვირთვით მიმდინარეობს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ მერის წარმომადგენელ მამუკა გოგბერაშვილთან ერთად თუზში მიმდინარე საგზაო სამუშოები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
თერჯოლის მერიის ცნობით, არმირებული ბეტონის საფარი 3,5 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება და რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 100 000 ლარი დაიხარჯება. რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის პროექტი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გიანი“ შეასრულებს, გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.