კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით ზესტაფონის სპორტის სასახლეში მოყვარულ კალათბურთელთა ტურნირი შედგა. ჩემპიონატში დასავლეთ საქართველოს რეგიონის ცხრა ქალაქი მონაწილეობდა. ტურნირი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის და კომპანია "ლიდერბეთის" ორგანიზებით მოეწყო.
როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი იუწყება, ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემის პრინციპით მიმდინარეობდა და ფინალურ ტურში ერთმანეთს ქუთაისისა და ზესტაფონის მოყვარულ კალათბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ორთაბრძოლაში ქუთაისის გუნდს ხვდა წილად. გამარჯვებულს ,,ლიდერბეთის" მიერ დაწესებული თასი და 500 ლარი, ტურნირის მონაწილეებს კი სპორტული აქსესუარები გადაეცათ.
გამოვლინდა აგრეთვე ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ეს სტატუსი ქუთაისელმა კალათბურთელმა ირაკლი მაცაბერიძემ მოიპოვა.
მოყვარულ კალათბურთელთა ტურნირს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გერონტი დევდარიანი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.