მიმდინარე წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან საყრდენი კედლები მოეწყობა თერჯოლის, ნახშირღელის, რუფოთის, თუზის, ბარდუბნის, ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულებში და საერთო ჯამში რვა ინფრასტრუქტურული პროექტისათვის 257 197 ლარი დაიხარჯება.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პროექტები-რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები რუფოთისა და ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაათვალიერა.
მერიის ცნობით ძევრში, ფორჩხიძეების უბანში, რკინა-ბეტონის საყრდენი კედელი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი 27 948 ლარით მოეწყო, ხოლო რუფოთში პროექტისათვის 44 636 ლარი დაიხარჯა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.