ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების(LED) ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის შესახებ, რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა, პროექტის მენეჯერმა, თიკო ტყეშელაშვილმა და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ანა ქათამიძემ გააცნეს.
გარდაბნის მერიის ცნობით, საინფორმაციო შეხვედრის მიმდინარეობისას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წევრებთან ერთად, ვრცლად ისაუბრეს ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების განმაპირობებელ ფაქტორებზე. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული მიმართულებით, მიზნობრივი პროექტების საჭიროებასა და შესაბამისი ინიციატივების წარმატებულად განხორციელების მნიშვნელობაზე. დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
აღსანიშნავია, რომ პროგრამით სწორედ იმ განაცხადების დაფინანსებაა გათვალისწინებული, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ინოვაციური სერვისების და მექანიზმების დანერგვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობას. პროექტები ადგილობრივი განვითარების დოკუმენტებში ასახული პრიორიტეტებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, ასევე, ეკონომიკურ საქამიანობაში ახალგაზრდებისა და ქალების ჩართვას უნდა ემსახურებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.