ტელეკომპანია „ობიექტივის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მძინარაშვილი მიიჩნევს, რომ ქიბარ ხალვაშმა დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილი არ უნდა მისცეს.
„დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რას ითხოვენ, ვინ არიან საერთოდ და რატომ ჰგონიათ, რომ რამე ეკუთვნით?!
ამ ორ პერსონას რატომ უნდა მისცეს წილი ქიბარ ხალვაშმა, რა დამსახურებისთვის?!
თვითონაც აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში არაფრით არის ვალდებული მათ წინაშე!
ჰოდა, დვალს და აქიმიძეს ვინ ეკითხებათ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკას ან სარედაქციო დამოუკიდებლობას?!
რა პოზიტიური გამოცდილება აქვს ამ ორ ადამიანს საიმისოდ, რომ მათზე იყოს დამოკიდებული ქართული მედიის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „რუსთავი 2“-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა?!
და საერთოდ, რა ხალხია ეს დუეტი და ვინ კითხავს მათ რამეს?!
ნუ დაგვღალეთ, რა!“- წერს ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.