საქართველოდან ემიგრაციაში ბავშვობის პერიოდში წასული თორნიკე ბედიანაშვილი, რომელიც 17 წელია უცხოეთში იმყოფება, „ფეისბუქში“ წერს, რომ ვერ შეეჩვია უცხო გარემოს, აუცილებლად დაბრუნდება და იბრძოლებს საქართველოს მომავლისთვის.
იგი წუხს, რომ როდესაც დატოვა საქართველო, „გოგონების წინაშე არ ბილწსიტყვაობდნენ, ხოლო ეხლა საჯაროდ ყველას დასანახად იგინებიან, მათ შორის თვით გოგონებიც“.
„მე 10 წლის ვიყავი როდესაც საქართველო დავტოვე და 17 წელია რაც ემიგრაციაში ვარ. მაგრამ წასვლის დღიდან ერთადერთი ოცნება მქონდა: ჩემს სამშობლოში დაბრუნება. მე ვერ შევეჩვიე უცხო გარემოს, ვერ შევეჩვიე ბრიუსელის ველურ ლიბერალიზმსა და მულტიკულტურალიზმს. ჩემთვის ბავშვობიდანვე მიუღებელი იყო ამ ქალაქის ცხოვრების წესი, რადგან მე ვიცოდი ჩემი წინაპრების განვლილი გზა და ამავდროულად მსრუდა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში ყოფნა.
როდესაც პირველად საქართველოში დავბრუნდი 7 წლის განშორების შემდეგ, უკვე ხალხი შეცვლილი დამხვდა. სააკაშვილის მახინჯი სისტემის ნამუშევარი. აღარ იყო ისევ ის ქართული ურთიერთობები, რაც ბავშვობაში დავტოვე. რაც უფრო დრო გადიოდა და ჩამოვდიოდი ზაფხულობით საქართველოში, მით უფრო კარგავდნენ ქართველები ქართველობას. ელემენტარული რომ ავიღოთ, მე როდესაც დავტოვე საქართველო, გოგონების წინაშე არ ბილწსიტყვაობდნენ, ხოლო ახლა საჯაროდ, ყველას დასანახად იგინებიან, მათ შორის თვით გოგონებიც.
2012 წელს მე დიდი იმედი მქონდა ცვლილებების და პირველ ოქტომბერს დილით უნივერსიტეტში მიმავალმა, გზაში საქართველოს საელჩოში გავიარე და 41 შემოვხაზე. თუმცაღა ესეც სრული იმედგაცრუება აღმოჩნდა და ქართველმა ერმა ისევ ისე განაგრძო გადაგვარება. ნაცები და ქოცები ერთი და იგივე მოღალატეები აღმოჩნდნენ.
საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქვეყნის არასწორი ეკონომიკური განვითარება, რადგან საქართველო დაცალონ ქართველებისგან და ჩვენი ადგილი უცხოტომელებმა დაიკავონ. მე ვხედავ, რომ უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩამოდის ემიგრაციაში, ხოლო როდესაც დროებით ვბრუნდები სამშობლოში, უფრო და უფრო მეტი უცხოტომელი მხვდება. მე როდესაც ბრიუსელის ქართულ ეკლესიაში მივდივარ და ვხედავ, რომ პატარა ქართველები ერთმანეთს ფრანგულად ელაპარაკებიან, ჩემთვის ეს აუტანელია.
მე, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მივიღე ეკონომიკური უმაღლესი განათლება, არანაირი სურვილი არ მაქვს აქ დარჩენისა და კარიერის აწყობის. მე მინდა ვემსახურო ჩემს სამშობლოს. მე არ მინდა საქართველო იქცეს ეთნოგრაფიულ გამოფენად, როგორც ამას ვაჟა-ფშაველა იტყოდა. მე არ მინდა მულტიკულტურალიზმის სახელით ჩემს ქვეყანაში ქართველი ერი უმცირესობად იქცეს. მე არ მინდა ფსევდო ლიბერალიზმის სახელით საქართველოში ქრისტიანობა უარყონ და უღმერთო ცხოვრებას მიეცნენ ოდესღაც ქრისტესთვის ტანჯული ერი.
მე აუცილებლად დავბრუნდები და ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნისთვის და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ქართულ, ქრისტიანულ საქართველოს!!!“ -წერს თორნიკე ბედიანაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.