მამუკა ბახტაძე: ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის
31-07-2019, 07:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დიდი გამარჯვება, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლისის ტბაზე, „ევრობასკეტის" მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 


პრემიერმა კალათბურთელებს და ქართული სპორტის გულშემატკივრებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში აშენდება ახალი, 15 ათას მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლე.

 


"მე მსურს ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. კონკურენცია იყო ძალიან მძაფრი, 13 ქვეყანას შორის და საბოლოო ჯამში არჩევანი გაკეთდა გერმანიაზე, ჩეხეთზე, იტალიასა და საქართველოზე. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მინდა იცოდეთ, რომ ეს წარმატება არ მოსულა ერთ დღეში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ საქართველოს მიეღო ეს გამარჯვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამავე ტურნირის მასპინძლობის ფარგლებში ავაშენებთ ახალ, 15 ათას მაყურებელზე გათვლილ სპორტის სასახლეს. დარწმუნებული ვარ, ეს სასახლე გახდება ახალი სავიზიტო ბარათი ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ, ამ წარმატებაზე გავჩერდეთ. გუშინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენი მიზანია, 2025 წელს ვუმასპინძლოთ ახალგაზრდულ ოლიმპიადას, ზამთრის სახეობებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით ძალიან წარმატებულები. მინდა, მივმართო ქართველ ახალგაზრდებს და საზოგადოებას - როდესაც ქართველი ერი არის ერთსულოვანი და ჩვენ ვდგავართ ერთად, მხარდამხარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 


ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი