დავით უსუფაშვილი: „გარეჯის თემა არის კლასიკა, უმწვავესი და ფეთქებადსაშიში თემა, რომელიც მიტოვებულია უპატრონოდ, იმიტომ, რომ ვითომ პრემიერ მინისტრი ამ საკითხს ვერ იღებს“
31-07-2019, 17:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველობის ნაწილში პრობლემის არსი სწორედ იმაშია, რომ ყოველ ცისმარე დღეს, საქართველოს პოლიტიკური ლიდერის მაგიდაზე შესაძლოა დევს 37-საკითხიანი ჩამონათვალი, მაგალითად ლარის კურსი, გამოძიება და ა.შ. ქვეყანა მაშინ იმართება სწორად, როცა ოცდაჩვიდმეტივე საკითხზე ხდება მყისიერი რეაგირება, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.

 

 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის პრემიერ მინისტრი ვერაფერს აკეთებს, რეალურ მმართველს კი პასუხის გაცემა ოფიციალურად არ ევალება, რის გამოც პრობლემები გადაუჭრელი რჩება და უფრო ღრმავდება.

 

 

„37-ვე საკითხს სჭირდება 37 შეხმიანება, ჩვენს რეალობაში რეალური მმართველი ამ 37 საკითხიდან თავისი რადარიდან ხედავს 5-ს, იმ 5 საკითხზე ვიღაცას ურეკავს, რაღაცას აკეთებს, სწორად თუ არასწორად და 32 საკითხი რჩება საერთოდ რეაგირების გარეშე, იმიტომ, რომ ვითომ პრემიერ მინისტრი ვერაფერს აკეთებს ამ თემებზე და რეალური მმართველი - იმიტომ, რომ არ ზის იმ ადგილზე სადაც უნდა იჯდეს, ოფიციალურად არ ევალება ამ თემებზე პასუხის გაცემა, ყოველ მეორე დღეს ჟურნალისტისვის არ აქვს პასუხი გასაცემი საკითხზე, ყოველ მესამე დღეს მთავრობის სხდომას არ ატარებს, არ ხვდება უცხოეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, მოსახელობას და ამიტომ გადაუწყვეტელად დატოვებული 37 საკითხი  ღრმავდება და მიდის სადღაც.

 

 

მაგალითად, გარეჯის თემა არის კლასიკა, უმწვავესი და ფეთქებადსაშიში თემა, რომელიც მიტოვებულია უპატრონოდ, იმიტომ, რომ ვითომ პრემიერ მინისტრი ამ საკითხს ვერ იღებს, პრეზიდენტმა ამ საკითხში პოლიტიკურად უკვე გაამწვავა ყველაფერი, რისი გამწვავებაც შეეძლო და ახლა ამბობს, რომ კომისიამ იმუშაოსო, მაშინ, როდესაც სწორედ კომისიებს უნდა ემუშავათ, სანამ პოლიტიკურად აიწეოდა ეს თემა, იმიტომ, რომ ეს საკითხი რომ მოუგვარებელია და მხარეებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ, ეს ცნობილია ყველასთვის“ , - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი