ჩვენ უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი. ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელიც. ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას.
„მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი ალაგდება, იმედს ვიტოვებ, რომ ფრენებიც აღდგება და გავალთ ჩვენს სრულ პოტენციალზე იქნება ესტურიზმი თუ ექსპორტი, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს ისიც და ესეც - უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი. არ გვაქვს იმისფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი. ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც დააზერბაიჯანელიც, ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაზრის შენარჩუნება.
„იგივე არის ღვინოზეც და სხვა პროდუქტზეც - რაც მეტი გავა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში - მეტი გავა სხვაგანაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესს შევუნარჩუნოთ მომგებიანობა და შესაბამისად ეს ბაზრები შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.