საჯარო რეესტრში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი ცხადდება
17-08-2015, 03:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად 96 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა.


საჯარო რეესტრის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატები შტატგარეშე მოსამსახურეების პოზიციებზე, პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამსახურის მონაცემთა არქივირების განყოფილებაში, სამისამართო და არქივის სამსახურებში დასაქმდებიან. მათი ფუნქცია საარქივო დოკუმენტაციის დამუშავება: ანალიზი, აღრიცხვა, ციფრულ ფორმატში გადატანა იქნება. დასაქმებულები ანაზღაურების სახით 500 ლარს მიიღებენ.
კონკურსის მთავარი მოთხოვნა უმაღლესი განათლებაა და იგი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება − IQ და სამართლის ტესტების შემდეგ შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან. ვაკანსიების მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.hr.gov.ge.


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასაქმების მსურველებს ხშირად აძლევს სამუშაო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, ქმნის მათთვის ჯანსაღ კონკურენციას და უზრუნველყოფს ორგანიზაციაში დასაქმების ხელმისაწვდომობას. პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით სააგენტო დასაქმებულებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს უქმნის.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამჟამად 1300 ადამიანია დასაქმებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი