წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქტორს გაზეთის დაარსებიდან 80 წლის იუბილე მიულოცა
01-08-2019, 17:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გაზეთ ახალი წყალტუბოს'' დაარსებიდან 80 წლის იუბილე, გაზეთის რედაქტორს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, სერგეი მესხის პრემიის ლაურეატს, წყალტუბოს საპატიო მოქალაქეს მურთაზ კანკაძეს მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

 


"გაზეთი ახალი წყალტუბო’’ 80 წლის გახდა, რასაკვირველია ეს არის დიდი დრო გაზეთის დამკვიდრებისა და პოზიციის გამოხატვისათვის, ის რომ მკითხველი ამ ხნის განმავლობაში ელოდებოდა და ელოდება მის გამოჩენას თავისთავად ნიშნავს, რომ გაზეთი შეიყვარეს, სიყვარულის კი იმას უცხადებენ, ვისიც სჯერათ და ვისაც ენდობიან.
გაზეთი ახალი წყალტუბო’’ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გაზეთია, რომელიც მუდმივად ასახავდა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის აქტუალურ მოვლენებს, იყო და არის სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის წყარო.

 


გაზეთს ჟურნალისტთა მცირერიცხოვანი, მაგრამ პროფესიონალი გუნდი ქმნის, ოპერატიულად მწვავედ აშუქებს ჩვენი ქალაქის პრობლემებს, ყურს უგდებს ქალაქის მაჯისცემას, რაც მთავარია ღირსეულისთვის სითბო და სიყვარული არ ენანება.

 


ახალი წყალტუბო'' მართალი გაზეთია და ამით ყველაფერია ნათქვამია.

 


გილოცავთ 80 წლის იუბილეს, იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ! გისურვებთ სიმხნევეს და ახალ-ახალ წარმატებებს თქვენს მეტად საჭირო, საპასუხისმგებლო და კეთილშობილურ საქმიანობაში''- განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი