საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და დამსწრე საზოგადოებას, საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პატრიკ ფრანცენთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიელ ხალხს მიულოცა საზეიმო თარიღი და მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და მათი მუდმივად მზარდი პოზიტიური დინამიკა მრავალი მიმართულებით.
„ქართველებს გვიყვარს საქართველოს შედარება შვეიცარიასთან, რაც დასტურია იმისა თუ რამდენად უყვართ ქართველებს შვეიცარია. თუმცა ჩვენ გვსურს პირველ რიგში შესადარებელი ვიყოთ შვეიცარიასთან არა მარტო ბუნებით, არამედ როგორც თანამედროვე, ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორიული წარსული და მომავლის ხედვა, სადაც ერთმანეთთან სინთეზშია როგორც ტრადიციები ასევე ინოვაციები, სტაბილური, მდგრადი ეკონომიკა და კარგი განათლების სისტემა. მოხარული ვარ ჩვენი ურთიერთობები შვეიცარიასთან ეფუძნება მჭიდრო მეგობრობას, მტკიცე პარტნიორობას და მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებს“- აღნიშნა მან.
ვახტანგ მახარობლიშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და მედიატორის როლისთვის, რომელსაც შვეიცარია ასრულებს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების კუთხით. ასევე დადებითად შეაფასა შვეიცარიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შვეიცარიის ნაციონალური საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი წარმოადგენს შვეიცარიის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერისა და სოლიდარობის კიდევ ერთ გამოხატულებას და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.