გია ხუხაშვილი: ხიდაშელს ეს გადაწყვეტილება ივანიშვილსა და ღარიბაშვილთან შეთანხმებული ჰქონდა
17-08-2015, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების საქმეში ეჭვმიტანილებისთვის პატიმრობის მოთხოვნა შეცდომა, ხოლო ხიდაშელის გადაწყვეტილება მათი სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით, "არაორდინარული და პატივსაცემი პოლიტიკური გადაწყვეტილება" იყო. ამის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში განაცხადა.


„საერთოდ, არ მიმაჩნია სწორად ასეთი ტიპის ეკონომიკურ საქმეებზე, მით უფრო, როდესაც ძიება დასრულებული არ არის, პატიმრობის მოთხოვნა. კარგია, რომ ეს გამოსწორდა და ისინი გაათავისუფლეს. რაც შეეხება ხიდაშელის გადაწყვეტილებას, ეს არაორდინარული და პატივსაცემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. წულუკიანის კრიტიკაზე კი არაფერს ვიტყვი, ეს უფრო გენდერული კონკურენციის საკითხი მგონია. ხელისუფლებაში მყოფ ქალებს მაინცდამაინც არ უყვართ ხოლმე ერთმანეთი და სწორედ ასეთი კონკურენცია დაიწყო ხიდაშელსა და წულუკიანს შორის.


ამის უკან პოლიტიკურ კონფლიქტს ვერ ვხედავ. შიდა სამზარეულოს კარგად ვიცნობ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხიდაშელს ეს გადაწყვეტილება ივანიშვილსა და ღარიბაშვილთან შეთანხმებული ჰქონდა. ვფიქრობ, თინამ შეძლო მათი დარწმუნება, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა“, – მიიჩნევს ხუხაშვილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი