"რუსთავი 2"-ში პროკურორები იმყოფებიან
02-08-2019, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავი 2-ის შენობაში პროკურორები იმყოფებიან, - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

 

 

ტელევიზიის სათაო ოფისის ერთ -ერთ კორპუსში, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათაო ოფისიდან ამოიღეს, ახლა კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

პროკურორ ლაშა აბულაძის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეს.

 

 

„მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ეხება კომპანია "რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხები სამსახურებრვი მდგომარეობის მითვისებით. ასევე მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგების გზით კომპანიის ქონების გადამალვის ფაქტებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჩვენს მიერ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე  აღებული  იქნა სასამართლოს განჩინება. რომელიც შეეხება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობაში იჯარით გაცემული ფართის, კერძოდ, კი "ინტერმედია პლუსზე" იჯარით გაცემული ფართის ოთახში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ეს მოქმედება ტარდება იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც გუშინ ჩატარდა სხვა მისამართზე. ამჟამად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. თუმცა მინდა დავაზუსტო რომ ეს მოქმედება, ჩვენს მიერ დოკუმენტებისა და ინფორმაციის მოძიება ეხება მხოლოდ შპს ინტერმედია პლუსს,“ - განაცხადა ლაშა აბულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი