მამუკა ბახტაძე: „საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს“
02-08-2019, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც დაადასტურა. მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით დაწყებული ექსპორტის მოცულობით დამთავრებული საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას აჩვენებს.

 

 

„ეს ორი დღის წინ საქსტატის მიერ ეკონომიკური ზრდის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც დაადასტურა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მყარი, მდგრადი და ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებული. ამას სამწუხაროდ, ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა. ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტით დაწყებული ექსპორტის მოცულობით დამთავრებული საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი