საქართველოს სჭირდება თქვენი ლოცვა, თქვენი რჩევები თქვენი სიბრძნე, რომ ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ შევძლოთ ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარესს, ილია მეორეს და ანგელოზის დღე მიულოცა.
მთავრობის მეთაური პრეზიდენტთან ერთად საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა აღავლინა.
„თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი მოწიწებით და სიყვარულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებული შრომისთვის, შემოქმედებისთვის, მოღვაწეობისთვის, რომელიც ყოველთვის გულისხმობდა ქართული ეკლესიისა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს, ჩვენზე ზრუნვას. მსურს ყველა ქრისტიანს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს მივულოცო დღევანდელი დღე. თქვენო უწმინდესობავ! თქვენი ღვაწლი არის უდიდესი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და ვულოცავ სრულიად საქართველოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.