საფრანგეთსა და ისრაელში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს
02-08-2019, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის რესპუბლიკასა და ისრაელში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს. საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და  UNESCO-ში მუდმივ წარმომადგენელად თეა კატუკია, ხოლო ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ლაშა ჟვანია დაინიშნენ. 

 


თეა კატუკია 2012 წლიდან დღემდე გახლდათ ერთ-ერთი უმთავრესი ფრანგული კვლევითი ცენტრის -   საეთაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ფრანგული კვლევითი გენერალური მდივანი. 

 


2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე   ფრანგული ჟურნალის „დიპლომატიას“ მთავარი რედაქტორი და პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ საერთაშორისო გამოცემას  „Green Innovation“ და „Blue Innovation“. ანალიტიკურ გამოცემებში მისი საქმიანობა ასევე მოიცავს 2011-2012 წწ. პერიოდს, როდესაც იგი გახლდათ გენერალური მდივანი მედია ჯგუფის „Areion Group“, რომელიც ჟურნალ „დიპლომატიასთან“ ერთად გამოსცემს ცნობილ საერთაშორისო ანალიტიკურ გამოცემებს DSI, CARTO,  MOYEN-ORIENT და სხვა. 

 


2002 წელს თეა კატუკია შეუერთდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს და ჩართული იყო  ევროკომისიის ეგიდით ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის კავშირის გაფართოებას კანდიდატ ქვეყნებში. 2004-2011 წლებში იგი დაასახელეს საფრანგეთის პანევროპული კავშირის გენერალურ დელეგატად და ახორციელებდა სტრატეგიისა და განვითარების დაგეგმარებას ევროპარლამენტის საპარლამენტო პანევროპულ სამუშაო ჯგუფთან და საერთაშორისო პანევროპულ კავშირთან, აგრეთვე კოორდინირებას უწევდა დიდი საერთაშორისო ევროპული კონფერენციების ორგანიზებას.

 


2001-2002 წლებში გახლდათ ჟან მონეს სახელობის ასოციაციის მისიის ხელმძღვანელი და ორგანიზებას და მონიტორინგს უწევდა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებულ მაღალი დონის ფრანგულ-გერმანულ შეხვედრებს. 2000-2001 წლებში მუშაობდა საფრანგეთის მთავრობისა და ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ საინფორმაციო ცენტრში „ევროპული წყაროები“ (Sources d’Europe) და საქმიანობდა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

 


2001 წელს წარჩინებით დაასრულა სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა, შემდგომ მან მუშაობა განაგრძო სორბონის უნივერსიტეტის ევროპული საჯარო სამართლის სადოქტორო ნაშრომზე ევროპული კონსტიტუციის შექმნის თემატიკაზე. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად პროფესიული საქმიანობა დაიწყო ევროპულ საკითხებში სპეციალიზირებულ მთავარ ფრანგულ კვლევით ცენტრებში. 1996 წლიდან დაიწყო სამართლის შესწავლა უნივერსიტეტ პარიზი-II-ში.  მანამდე კი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაშიორწლიანი სწავლის შემდეგ, 1995 წელს სწავლა განაგრძო პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში. 


ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია გახლავთ მდიდარი დიპლომატიური გამოცდილებით. 1995 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის 2004 წელს გახლდათ  საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, შორის 2005-2008 წლებში  ისრაელის სახელმწიფოში და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ადრეულ წლებში დიპლომატიურ სამსახურში იგი საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივნად, ასევე გახლდათ აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი და დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად, ასევე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში პირველი მდივანი შემდეგ კი კონსული.


ლაშა ჟვანიას აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე  მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. 2008-2009 წლებში გახლდათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, 2002-2003 წლებში გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2002-2003 წლებში  ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. 2008 წელს გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 


2009-2018 წლებში იყო საკონსულტაციო და ინვესტიციების მართვის კომპანია Global Uni Group, დამფუძნებელი. 


2010 წლიდან დღემდე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის მთავარი მენეჯერი.


2004 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

 

 

ინფორმაციას ქართული საგარეო უწყება ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი