აზიის განვითარების ბანკმა ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობაზე 415 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაამტკიცა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე.
საკითხს მინისტრთა კაბინეტის წევრები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, პროექტი ძალიან ბევრ ნაგებობას მოიცავს. მამუკა ბახტაძის თქმით, გაკეთდება 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„საქართველოს სივრცით განვითარებაში ეს იყო კომპონენტი, რომელიც გახლავთ ყველაზე კაპიტალინტენსიური, ძვირიანი მონაკვეთი და ძალიან რთული საინჟინრო თვალსაზრისით. ჩვენ, ამ კონტრაქტის ხელმოწერის შედეგად, უკვე დავასრულეთ ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების დაკონტრაქტება, იმ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისა, რომელიც გულისხმობს როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს. ეს პროექტი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტი, სწორედ მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის შედეგად ჩვენ შევძლებთ, რომ სიღარიბე შევამციროთ და დავძლიოთ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის". - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.