მე მაგალითად, როდესაც ვუსმენ პრემიერ მინისტრს, საერთოდ არ მაქვს განცდა იმისა, რომ ეს ადამიანი რაიმე ძალაუფლების მატარებელია, - განაცხადა “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში.
"მე არ მინდა, რომ ვკონცენტრირდე და კონკრეტულ საკითხებზე გავაკეთო კომენტარი, ცოტა უფრო დიდი სურათი დავინახოთ, არსებობს ძალიან მარტივი მოცემულობა. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების შენარჩუნების ორი საშუალება არსებობს - ერთი არის კმაყოფილი უმრავლესობა ხელისუფლების პოზიტიური დღის წესრიგით, გაკეთებული საქმეებით, შესრულებული დაპირებებით, მეორე ის, რასაც ახლა ვხედავთ, რუსეთში, მეზობელ ქვეყნებში - დაშინება, შანტაჟი, ტერორი, ჩახშობა განსხვავებული აზრის - ეს ტენდენციებია ამ ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებული, ამიტომ, ხელისუფლების მთავარი შიშები მომდინარეობს ხელისუფლების დაკარგვის შიშიდან, ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხელისუფლების დაკარგვის და მთელი სახელისუფლებო მანქანა ჩართულია იმაში, თუ როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება და როგორ მოიგონ არჩევნები 2020 წელს" , - განაცხადა მანჯგალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.