დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 3 და 4 აგვისტოს, ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი “რიჩიოტი“ თბილისის სხვადასხვა უბანში მსმენელის წინაშე წარდგება.
3 აგვისტოს, 12:00 საათიდან ორკესტრი კონცერტს დაიწყებს ახალ აღმაშენებელზე; 17:00 საათზე წარდგება მრგვალ ბაღში; 18:00 საათზე კუს ტბაზე, ხოლო 21:00 საათზე ორბელიანის მოედანზე. 4 აგვისტოს, 19:30 საათზე, მუსიკოსები კონცერტს რუსთაველის მეტროს მიმდებარედ გამართავენ.
თბილისში „რიჩიოტი“ წარმოადგენს ფალიაშვილის, ცინცაძის, ჰენდელის, ლაღიძის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის და სხვა გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.
ანსამბლი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 25 კონცერტს გამართავს, როგორც ცენტრალურ და ტურისტულ ადგილებში, ისე გარეუბნებში, ბაღებში, სკვერებში, სკოლებში და სამედიცინო დაწესებულებებში.
ამსტერდამის ქუჩის სიმფონიური ორკესტრი შედგება 42 ახალგაზრდა მუსიკოსისგან. მათ რეპერტუარშია კლასიკური და ტრადიციული, ასევე პოპ მუსიკა და ჯაზი. ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება ჰოლანდიაში მცხოვრები ვირტუოზი ქართველი კლარნეტისტი ლევან ცხადაძე. ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და რეგულარულად მართავს კონცერტებს როგორც ამსტერდამში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. მისი და „რიჩიოტის“ კოლაბორაცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს და ჰოლანდიას შორის კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.