ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი ძალიან კომიკური პერსონაჟი გახდა... მას არავინ აღარ სცნობს
12-02-2014, 00:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპისა და ამერიკის ბიზნეს თუ პოლიტიკურ წრეებში მიხეილ სააკაშვილს პირად იმედგაცრუებად თვლიან. ეს განცხადება ღარიბაშვილმა, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.

 


მან არ დააკონკრეტა, თუ ვისთან ჰქონდა სააკაშვილის საკითხზე საუბრი და ვინ უწოდა ექს–პრეზიდენტს იმედგაცრუება:



"ერთ რაღაცას გეტყვით გულახდილად. შეიძლება ეს საიდუმლო იყოს, მაგრამ არაუშავს ჯობია გავამხილო. ყველა მათი შეფსებით მიხეილ სააკაშვილი არის მათი პირადი იმედგაცრუება. ზოგადად გეუბნებით, რომ ასეთი გაწნყობა არის ევროპასა და ამერიკაში, ასევე ზოგადად ბიზნესწრეებში, რომ ეს არის მათი, ყველას იმედგაცრუება", – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი ძალიან კომიკური პერსონაჟი გახდა.



"თუნდაც მიუნხენი ავიღოთ: ადამიანს, რომელიც არ არის დაპატიჟებული [უსაფრთხოების კონფერენციაზე] რატომ უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ ჩავიდეს იქ, იქირაოს ოთახი ერთი ღამით ზუსტად იმ სასტუმროში, რათა დაბლა ჩავიდეს, ნახოს ქართველი ჟურნალისტები და მისცეს კომენტარი იმ განწყობის შესაქმნელად, თითქოს მიპატიჟებული იყო. ის არ შეუშვეს... მას არავინ აღარ სცნობს. როცა პრეზიდენტი იყო, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვასაც აღარ აძლევდნენ".

 

 

 

 

http://www.netgazeti.ge/GE/105/News/28040/.htm 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი