ნოდარ ჯავახიშვილი ურეკში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნო
17-08-2015, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გურიის რეგიონში, დაბა ურეკში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა დაიწყო.


პროექტის დაწყებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი, აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელი ქეით ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.


პროექტის ფარგლებში, აშენდება წყალმომარაგების 1 და წყალარინების 31 სატუმბი სადგური, 2 ახალი რეზერვუარი და წყალარინების ქსელი (საერთო სიგრძე 70 კმ), ასევე დამონტაჟდება წყალმომარაგების ჭაბურღილები. ურეკში წლების განმავლობაში არ არსებობდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტის ფარგლებში 300 – მდე ადამიანი დასაქმდება.


სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც – 60 მილიონ ლარზე მეტია, 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი