ადვოკატი ნანი ფრიდონაშვილი, რომელიც შპს „ფრეგო“-სთან დაკავშირებულ პირებს, გიორგი თოფჩიშვილსა და ვლადიმერ ყველაშვილს იცვას - აცხადებს, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო საშუალებებითა და სოციალური მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ საგამოძიებო უწყების მხრიდან ხორციელდებოდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, სრული აბსურდია და სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და აღნიშნული პირების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ, რაიმე სახის შანტაჟს, ადგილი არ ჰქონია.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მინდა განვმარტო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, შპს „ფრეგო“-სთან დაკავშირებულ პირებს, გიორგი თოფჩიშვილსა და ვლადიმერ ყველაშვილს, ბრალდება წრედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 2-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (რაც გულსიხმობს ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას). აღნიშნული პირები აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან. გამოძიების შედეგად, თუ დადგინდება ბიუჯეტისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, კომპანია გამოთქვამს მზაობას, ბიუჯეტის სასარგებლოდ, სრულად აანაზღაუროს აღნიშნული ზიანი.
ბოლო დღეებში სატელევიზიო საშუალებებითა და სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გიორგი თოფჩიშვილისა და ვლადიმერ ყველაშვილის მიმართ, საგამოძიებო უწყების მხრიდან, ხორციელდებოდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, სრული აბსურდია და სპეკულაციურ ხასიათს ატარებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ, რაიმე სახის შანტაჟს, ადგილი არ ჰქონია.
2019 წლის 01 აგვისტოს, აღნიშნულის თაობაზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან დეტალურად ვისაუბრე, თუმცა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების სწორედ ის ნაწილი, სადაც შანტაჟისა და ზეწოლის აბსურდულობაზე ვსაუბრობდი, 21 საათიან „კურიერში“ არ გავიდა. გაშვებული იქნა ჩემი ინტერვიუს მხოლოდ ნაწილი, რომელიც წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მათივე ეთერით გაჟღერებულ ინფორმაციასთან.
სამწუხაროდ, „რუსთავი2“-ის მხრიდან, მოხდა რიგითი სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენა, რაც ჩემთვის, როგორც ადვოკატისათვის აბსოლუტურად მიუღებელია“, აცხადებს ადვოკატი ნანი ფრიდონაშვილი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.