მოკლულია არაერთი ადამიანი ტეხასში, ელ პასოში აშშ-მექსიკის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში განხორციელებული სროლებისას. პირველი გასროლა ადგილობრივი დროით დილის 11:00 საათზე მოხდა.
პოლიციის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არიან მოკლულები, მაგრამ ზუსტი რაოდენობა არ დასახელებულა.
ჟურნალისტი კამილა რამბალდი სოციალურ ქსელში, პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ სულ მცირე 10 ადამიანია მოკლული და 30-ამდე სხვას ჭრილობები აქვს მიყენებული. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

NBC -ის ახალი ამბების ცნობით, უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ოფიციოზმა განაცხადა, რომ მათ 10 სერიოზულად დაჭრილი ადამიანი მიიღეს და მსხვერპლთაგან ზოგიერთი სხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
პოლიციამ დაჟინებით მოუწოდა მოქალაქეებს სავაჭრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან თავი შორს დაიჭირონ.
„ეს არის ტრაგედია, რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ არასოდეს, არასოდეს მოხდებოდა ელ პასოში“, განუცხადა CNN-ს ელ პასოს მერმა დი მარგომ.
ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იგი ელ პასოსკენ მიემართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.