დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ ამოჩემებით დევნის ბიზნესმენებს, „თორემ სახელმწიფო უნდა დევნიდეს ყველა თაღლითს“
04-08-2019, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ივანიშვილის პრობლემა არის ის, რომ ამოჩემებით დევნის ადამიანებს [ბიზნესმენებს], თორემ სახელმწიფო უნდა დევნიდეს ყველა თაღლითს, - განაცხადა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დავით ჭიჭინაძემ.

 


„ბიზნეს აქტივობას ქმნიან აქტიური ადამიანები. შეხედეთ, ქვეყნიდან აქტიური ადამიანები გარბიან და რა ბიზნეს აქტივობა უნდა შედგეს აქ?! თუ ადამიანი, რომელსაც ოდნავ რაღაც იდეა უჩნდება, იმას ან ბანკი ეპატრონება აბსოლუტურად... ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ორი ბიზნესი - სათამაშო ბიზნესი და საბანკო ბიზნესი და კიდევ, მანკიერი სიგარეტის ბიზნესი. ხვრელები, რომელიც გაკეთებულია, ჯერ იყო აქციზებში, ახლა გადაიტანეს ადვალურ გადასახადში ის 10%. ისტერიკა მოაწყო ჩხარტიშვილმა, 30%-ამდე აიყვანა ფილტრიანებში. ისევ გააკეთა ხვრელი, რომ ის ფული ისევ წაიღოს. ახლა ისევ აქციზის გაზრდა უნდათ თამბაქოსთან დაკავშირებით. რატომ? პატარა კომპანიებს კონკურენციას ვერ უწევს და ისევ რაღაცა უნდა გადაყლაპოს. გეთანხმებით, რომ დევნაა. ივანიშვილის პრობლემა რა არის იცით? ამოჩემებით რომ დევნის, თორემ სახელმწიფო უნდა დევნიდეს ყველა თაღლითს. მაგრამ ამოჩემებული ჰყავს ახლა ხაზარაძე, დევნის მაგას. თუმცა იმ ნაწილში, როცა ლაპარაკობენ ანაკლიის პროექტის კომერციულ წარმატებაზე, ეს არის მცდარი“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი