გენერალური პროკურატურა 710 მილიონის საქმეზე კვირიკაშვილის და ღარიბაშვილის მთავრობების მინისტრების - დიმიტრი ქუმსიშვილის, ზურაბ ალავიძის და დავით შავლიაშვილის გამოკითხვაზე დაბარებას გეგმავს
04-08-2019, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალური პროკურატურა „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნების, კვირიკაშვილის მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის, ასევე ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით შავლიაშვილისა და მისი გარემოცვის გამოკითხვაზე დაბარებას გეგმავს და არ არის გამორიცხული მათ ახლო მომავალში ბრალიც წარუდგინონ.

 

 

პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს უკვე დაიკითხნენ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე, „კურიერის“ ინფორმაციით, ეხება 710 მილიონის ღირებულების ტენდერს, რაც შესაძლოა, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ასევე ყოფილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძისთვის ბრალის წარდგენის მიზეზი გახდეს.

 


„კურიერის“ ცნობით, ტენდერი სამტრედია-გრიგოლეთის 57კმ-იანი გზის ასაშენებლად იყო გამოცხადებული, აღნიშნული სოლიდური თანხა (710 მილიონი) საქართველოს მთავრობას ევროპის საინვესტიციო ბანკმა სესხის სახით მისცა, სამუშაოების ნაწილის ჩასატარებლად კი ერთ-ერთმა უკრაინულმა კომპანიამ ხელისუფლებისაგან ფული წინასწარ მიიღო, თუმცა სადღეისოდ არც გზა არის აშენებული და ქართული სახელმწიფოსთვის არც ის რამდენიმე ათეული მილიონია უკან დაბრუნებული (47 მილიონი), რომელიც უკრაინულმა კომპანიამ, "ალტოკომმა" ავანსად მიიღო.

 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 1
#1   ვაჟა
      
შავლიაშვილის დროს იყო გაუკითხავობა. როგორიც თვითონ კორუმპირებული და არაკომპეტენტური იყო ისეთივე მოადგილეები, თავის ყოფილი ბიზნესპარტნიორები ყავდა. დპარტამნენტის თავჯდომარედ დანიშნა ყოფილი საშუალო დონის გამომძიებელი, ორი წლის სტაჟით ვაჟა ფანჩულიძე, რომელიც დღეს ოფიციალური მილიონერია. მაშინ ხდებოდა ტენდერების გადანაწილება ნათესავებ
4 აგვისტო 2019 04:12
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი