„ვისოლ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის გსამყარებლად განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ საწვავზე ფასის გაზრდის აუცილებლობა არ არის.
იგი დარწმუნებულია, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება და „თუ ლარი მნიშვნელოვნად გამყარდება, ფასები [საწვავზე] შესაძლოა, შემცირდეს“.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ლარის კურსი 2.68-დან 3 ლარამდე ავიდა და საწვავზე, ისევე როგორც ალბათ სხვა პროდუქტებზე, მოხდა ფასების მატება.
„როცა ეკონომიკური სუბიექტები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ეროვნული ბანკი ჩაერეოდა ბაზარზე და ჩვენ არ ვიცოდით მოლოდინები, რა ნიშნულამდე შეეძლო ლარს მიეღწია. ასეთ ვითარებაში ყველა იძულებული იქნებოდა გაეზარდა ფასი. ფასები ნაკლებად გაიზარდა, ვიდრე უნდა მომხდარიყო იმ კურსიდან გამომდინარე, რომელიც იმ დღეებში იყო. ინტერვენციების შემდეგ საწვავზე ფასის გაზრდის აუცილებლობა არ არის. დარწმუნებული ვარ, ლარი კიდევ უფრო გამყარდება. თუ ლარი მნიშვნელოვნად გამყარდება ფასები შესაძლოა, შემცირდეს. სამწუხაროდ წინასწარ ვერ ვიტყვით, რა იქნება წონასწორობის ნიშნული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას და ამ ფონზე ფასების მომატება არ იქნება აუცილებელი. მომავალ კვირაში არ ველოდებით ზრდას. რაც შეეხება ფასების შემცირებას, ეს დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: ლარის კურსზე და მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე არსებულ ფასზე“, განაცხადა ფხაკაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.