საქართველოს დიდი უბედურება ისაა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ხელისუფლება მოვიდა ქუჩიდან. ემოციამ სძლია გონებას, - აცხადებს პარტია „თეთრების“ თლიდერი თემურ შაშიაშვილი. მისი თქმით, ქვეყანას რომ ეშველოს, აუცილებელია გონება დაბრუნდეს პოლიტიკაში და ქუჩიდან მოსული ადამიანები აღარ მოხვდნენ ხელისუფლების სათავეში.
მისი თქმით, 20 წელზე მეტია ქუჩიდან მოსულ ხელისუფლებებს ისევე ქუჩიდან უპირისპირდებიან და ქუჩით ამარცხებენ. შედეგად კი საქართველოა წაგებული.
„ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არავითარი მომავალი ქუჩის პოლიტიკას საქართველოში არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გონიერი ადამიანები მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თორმეტ ქვეყანაში საქართველოს 4 ათასზე მეტ მოქალაქეს შევხვდი და ყოველთვის, როცა ამ თემაზე ვსაუბრობდი, შეხვედრების მონაწილეები ერთსულოვნად მეთანხმებოდნენ. დღეს ისევ არის პოლიტიკოსთა მცდელობა, ქუჩიდან წარმართონ პროცესები, რაზეც ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ: ქუჩის პოლიტიკოსების ერა უნდა დასრულდეს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.