საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე „National Geographic“-ის საერთაშორისო გამოცემის მთავარ რედაქტორს შეხვდა
05-08-2019, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„National Geographic” სპეციალური გამოცემის “Complete National Parks of Europe” მთავარი რედაქტორი  ჯასტინ კავანა ეწვია. ვიზიტი ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მიმდინარეობს. ჯასტინ კავანა  უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ალავიძეს.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ცნობილი გამოცემის წარმომადგენლის სტუმრობა საქართველოში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და კიდევუფრო  მეტი ტურისტი ესტუმრება საქართველოს.


 “ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ცნობილი გამოცემის და მაღალი თანამდებობის პირი საქართველოში იმყოფება სტუმრად. მას განსაკუთრებული ტური აქვს დაგეგმილი რადგან, მისი აზრით საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ტურისტებისთვის უნდა შეტანილ იქნეს იმ კატალოგში, რომლითაც ხელმძღვანელობენ ტურისტები. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ მისი სტუმრობით და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ საელჩოს ირლანდიაში,  რომელმაც ორგანიზება გააკეთა და მათი ხელშეწყობით მოხდა ამ ტურის განხორციელება. რა თქმა უნდა, ტურიზმის დეპარტამენტისა და ეკონომიკის სამინისტროს, რომლებმაც უდიდესი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დაგეგმვით, ეს ადამიანები ესტუმრება თუშეთს, გადაიღებენ შესაბამის ფილმს და ამ ფილმის საშუალებით მოხდება საქართველოს პოპულარიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ ირლანდიაში. იმედია, მეტ ტურისტს მივიღებთ და ცნობადობა საქართველოს შესახებ გაიზრდება.”-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.


National Geographic-ის მთავარი რედაქტორის განცხადებით, საქართველო არის ევროპის ერთ-ერთი დამალული საგანძური. ჯასტინ კავანა  თავად ესტუმრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და ადგილზე გაეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს.


„მე ვმოგზაურობ ფოტოგრაფ Jeff Morrison-თან ერთად, რომელიც მუშაობს National Geographic-ში. მსოფლიოს ვაცნობთ ისტორიებს  ქვეყნის ეროვნული მახასიათებლების შესახებ ინსტაგრამის, წიგნების, ჟურნალების მეშვეობით. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები  საელჩოს მხარდაჭერით. საქართველო არის ევროპის ერთ-ერთი დამალული საგანძური თავგადასავლებითა და მდიდარი ბუნებით. ვაპირებ ვესტუმრო თუშეთის ეროვნულ პარკს, რომელიც ევროპის შანგრი-ლას მაგონებს, კავკასიონზე მარგალიტებივით ასხმული სოფლებით”.-აცხადებს ჯასტინ კავანა.”


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აპრილის თვეში, დუბლინში საქართველოს საელჩოში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ქვეყანაში არსებული უნიკალური ბუნების ძეგლების, ღვინის კულტურის, ქართული სამზარეულოსა და უძველესი ტრადიციების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ, ჯასტინ კავანა დაინტერესებდა საქართველოთი და ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალით. საქართველოს რეგიონების  მონახულების  შემდეგ, „National Geographic” სპეციალური გამოცემაში “Complete National Parks of Europe”, საქართველოს შესახებ, ვრცელი მასალა იქნება წარმოდგენილი.


ჯასტინ კავანა ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი