გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ძალიან ნირწამხდარია
05-08-2019, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება“ ძალიან ნირწამხდარია, – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, „ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

 

 

როგორც ვაშაძე აცხადებს, ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის განეიტრალებას ცდილობს.

 

 

„როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დეტალურად გაანალიზეს და კითხვა დასვეს – რატომ წავაგეთ პირველი ტური, რა კომპონენტი იყო, რასაც გაერთიანებული ოპოზიცია იყენებდა საარჩევნო კუთხით და მოდით, კანონი შევქმნათ, რითაც ამ მექანიზმებს გაერთიანებულ ოპოზიციას ჩამოვაშორებთ. ეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული. ბლოკების აკრძალვა ხდება, სახელწოდებაში არაფრის გაკეთება შეგიძლია. მათი მიზანია, არ დაუშვან პარტიებისთვის რამე მექანიზმის არსებობა გაერთიანების მიზნით. საარჩევნო კამპანიის დროს ნეგატიურ რეკლამას აქტიურად ვიყენებდით, ეს თავისუფლება გვქონდა. უნდათ, ცენზურა დაგვადონ. 25 პროცენტზე მეტს ნეგატიურ რეკლამას ვერ გააკეთებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

 

მანვე აღნიშნა, რომ ყველა გეგმას ვერ გაამხელს, რადგან ხელისუფლება ცვლილებებს ზუსტად ამის მიხედვით აწყობს.

 

 

„კოალიციაში ხუთი კვალიფიციური სუბიექტი ვიყავით, ხუთი უფასო სარეკლამო დრო გვეკუთვნოდა. ახლა გვეუბნებიან, რომ არ შეგიძლია, ეს ხუთი უფასო დრო გამოიყენო საერთო მიზნისთვის, კეთილი ინებეთ, ცალ-ცალკე მიზნები გამოიყენეთო. არჩევნებში მაინც ერთად მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენს გეგმებს ჯერ არ ვიტყვით. მოგვიანებით გაიგებთ, ამას როგორ გავაკეთებთ. ყველა გეგმას ვერ გეტყვით, რადგან, რასაც ვამბობთ, ცვლილებებს იმის მიხედვით აწყობენ.

 

 

რაც შეეხება პარტიულ დაფინანსებას, ყველა მოტივაციის შექმნა უნდათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია დაიშალოს, „ახალმა საქართველომ“ თქვას, ცალკე გავალ, პარლამენტში შევალ, 0,68 პროცენტში ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს გაძლევს, რაც სატყუარაა და არ გვაინტერესებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი