ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს.
საკუკაოს უბანში მოეწყობა გაბიონი და აშენდება ორი ხიდი, ხოლო ზემოსაფარცვანიოში - ასევე მოეწყობა გაბიონი.
ხამისკურში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.
ოთხი ობიექტის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 53414 ლარამდე დაიხარჯება.
პროექტები ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან ფინანსდება.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.