გერმანიაში, ბავარიის რეგიონში მდებარე მემინგენის ციხიდან ქართველი პატიმარი გაიქცა.
ვრცელდება ინფორმაცია პატიმრის ვინაობის შესახებ - ის 37 წლის ვაჟა ბურჯანაძეა, რომელიც 36 წლის თურქ პატიმართან ერთად გაიქცა. ორივე მათგანი ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყო დაკავებული.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პატიმრები ციხის ეზოდან გადაძვრნენ.
გაქცეული პატიმრების მოსაძებნად სამართალდამცველები მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.