ჩვენი ამოცანაა საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი - ანრი ოხანაშვილი
05-08-2019, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვინაიდან, ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებამ გააკეთოს უფრო მეტად ინფორმირებული არჩევანი და კონკრეტულ ხედვაზე დაფუძნებით მიიღოს გადაწყვეტილება - რომელ პარტიას დაუჭიროს მხარი, ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს დამოკიდებულია კონკრეტული პარტიის იდეოლოგიასა და ხედვაზე, - განაცხადა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ტელეკომპანია პირველის" ეთერში.

 

 

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებას კონკრეტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიები სჭირდება, ბლოკის დატოვების შემთხვევაში კი ერთი დიდი პარტიის ქვეშ ექცევიან პატარა პარტიები და მისი იდეოლოგიაც იჩრდილება.

 

 

"თუკი ჩვენ საარჩევნო ბლოკებს დავტოვებთ, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთი დიდი პარტია მიითვისებს კონკრეტულ პატარა პარტიებს, თუნდაც მათ ჰქონდეთ გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგია და პლატფორმა. ჩვენს საზოგადოებას აქვს არა მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, არამედ მხოლოდ რამდენიმე პოლუსიანი არჩევანის შესაძლებლობა და შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, მეტი არჩევანის გააკეთოს. ჩვენს საზოგადოებას ჭირდება კონკრეტულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პარტიები და თუკი ჩვენ დავტოვებთ ამ ბლოკებს, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთი დიდი პარტიის ქვეშ ექცევა პატარა პარტია და იჩრდილება მისი იდეოლოგია, პლატფორმა და შესაბამისად, არ აძლევს პარტიული განვითარების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნულოვან ბარიერზე ვთანხმდებით, ჩვენ ვამბობთ რომ პარტიას არ დასჭირდება კონკრეტული ბარიერის გადალახვა, ამით ვაძლევთ შესაძლებლობას ყველა პატარა პარტიას, კიდევ უფრო განავითაროს საკუთარი პლატფორმა" , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი