მიმდინარე წლის 5 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლოლაში,ჭიორაში და ღებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამარ გაბუნია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე- კახა კუჭავა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო სამინისტროების მიერ მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს.
ხელმძღვანელებმა სოფლების მაცხოვრებლებისგან პირადად მოისმინეს სხვადასხვა სფეროებში არსებული საჭიროებები, შენიშვნები და იმსჯელეს პრობლემების გადაჭრის გზებზე.
დაგეგმილია ქმედითი ნაბიჯები რეგიონში ჯანდაცვის და სოციალურ საკითხებში, ასევე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.