შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პროკურატურასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. ქურდობის მცდელობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1987 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1986 წელს დაბადებული ბ.გ. და 1985 წელს დაბადებული დ.მ., - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, დიღმის მასივის ტერიტორიაზე, ელექტროხელსაწყოების საშუალებით, ერთ-ერთი ბანკის კუთვნილ ბანკომატში არსებული თანხის მოპარვა და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომანქანით მიმალვა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ელექტროსაჭრელი ხელსაწყო, კომპიუტერული ტექნიკა, ნიღაბი, პარიკი და ხელთათმანები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, მიმდინარე და გასულ წლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში ჩადენილი აქვთ 20-ზე მეტი დანაშაული.
გამოძიება ქურდობის, ქურდობის მცდელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, ასევე, ამ დანაშაულის მცდელობის ფაქტებზე - საქართველოს სსკ-ს 19-177-ე და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, 19-284-ე მუხლის და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.