სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა
06-08-2019, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა დაასრულა.

 

 

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალერა.

 

 

„აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა საერთოდ არ არსებობდა და გადაადგილების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობა იყო. სამუშაოების შედეგად, ხუთკილომეტრიანი გზა მთლიანად მოვაწესრიგეთ. ასევე, დავამონტაჟეთ განათების ბოძები, რომელიც რამდენიმე დღეში განათდება. ამ გზის მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ აქ მიწების ფასმა უკვე ზრდა დაიწყო, იმის გამო, რომ კაპიტალურად მოწყობილი და ყველანაირი სტანდარტის დაცვით გაკეთებული გზაა. აქ ამოსვლა უკვე თავისუფლადაა შესაძლებელი. ულამაზესი ადგილია, არაჩვეულებრივი ხედებით - არის ბუნებრივი აირი, ხოლო მომავალ წელს წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდება. ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის არ არსებობს ქალაქის დაყოფა ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად. ჩვენთვის ყველაფერი პრიორიტეტულია, რაც პრობლემას წარმოადგენს. ცხადია, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ყველაფერი უცებ მოვაგვაროთ, მაგრამ ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით, ყველგან შევდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

სამუშაოების ფარგლებში, გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყო და ასფალტის საფარი 42 000 კვ.მ ფართობზე დაიგო. სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებდა. პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 804 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები მამუკა მდინარაძე და ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი