1990 წლიდან საქართველოში არ შეცვლილა ხელისუფლება კონსოლიდირებული ძალისხმევის გარეშე, - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ "თამარ ჩიხლაძის დღის ამბებში" საუბრისას. როგორც კაციტაძემ აღნიშნა, ის ეწინააღმდეგება საარჩევნო ბლოკების აკრძალვას. მანვე აღნიშნა, რომ ბლოკი ბარიერის გადასალახი საშუალება არ არის და ის არჩევნების პერიოდში პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის ფორმაა.
"ბლოკი არ გახლავთ ბარიერის გადასალახი საშუალება, ბლოკი - ეს არის პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის ფორმა უშუალოდ არჩევნების პერიოდში, ხელისუფლება გვეუბნება - თქვენ შეგილიათ ითანამშრომლოთ არჩევნებამდე, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ არჩევნების შემდეგ, პარლამენტში თუ მის გარეთ, მაგრამ თქვენ ვერ ითანამშრომლებთ არჩევნების დროს, უშუალოდ, და რა რესურსიც გაქვთ, შეზღუდულია ის თუ არა, არსებობენ იდეოლოგიურად მონათესავე პარტიები, რომლებსაც კონსოლიდირებული ძალისხმევის შემთხვევაში, ერთს პლუს ერთი ორს არ უდრის, როცა კონტრასტულია პარტიები, ერთს პლუს ერთი ხანდახან უდრის ერთს, შეიძლება 0,5-საც უდრიდეს, იმიტომ, რომ მათი ამომრჩეველი იკარგება ამ შეუთავსებლობის გამო, მაგრამ როცა თანმხვედრია პარტიები, ერთს პლუს ერთი იძლევა ხშირად სინერგიას და არის სამის, ოთხის ტოლი, ეს როგორც ასეთი არითმეტიკა არ არის.
1990 წლიდან საქართველოში არ შეცვლილა ხელისუფლება კონსოლიდირებული ძალისხმევის გარეშე, ზვიად გამსახურდია მოვიდა ხელისუფლებაში ბლოკით- „მრგვალი მაგიდა“, შევარდნაძე და მისი ხელიფულება მოვიდა ბლოკით - „მშვიდობა’(იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა მოქალაქეთა კავშირი), „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში კონსოლიდარული ძალისხმევით, „ნაციონალური მოძრაობით“ და თვითონ ბიძინა ივანიშვილი" , - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.