საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს 2019 წლის 4 აგვისტოს ქალაქ კაიროში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. ქართული მხარე გამოთქვამს იმედს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტელ ხალხს და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.