საქართველოს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების შესახებ მაღალი რანგის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.
შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზ სმიტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Woman) წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ გახსნეს. შეხვედრას შვედეთის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრის (Nordic Centre for Gender un Military Operations (NCGM) წარმომადგენელი, მაიორი პერ-როე პეტლუნდი წარუძღვა და მონაწილეებს უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირების პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სემინარი თავდაცვის სისტემის წამყვან პოზიციაზე მომუშავე პირებისთვისაა განკუთვნილი და გენდერული პერსპექტივის საკითხების განხილვას ემსახურება.
ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერას ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.
სამუშაო შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრის პარალელურად გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენდერზე საკონტაქტო პირების კვალიფიკაციის ამაღლების სამდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. სემინარი თავდაცვის სისტემაში ოპერაციულ და სტრატეგიულ პოზიციებზე მომუშავე თანამშრომლების საქმიანობაში გენდერული პრინციპების ინტეგრირებას ისახავს მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.