მამუკა ბახტაძე: „გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია“
06-08-2019, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები ჯანსაღია, - საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან ლარის კურსთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ ასეთი განცხადება გააკეთა.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთ პირობებში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები.

 

 

„ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები ჯანსაღია, მოლოდინები, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, იყო გადაჭარბებული, რის გამოც ლარი ზედმეტად გაუფასურდა. ეროვნულ ბანკს  აქვს საშუალება, გადადგას პრინციპული ნაბიჯები და ამისთვის გააჩნია ყველანაირი მექანიზმი", - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი