6 აგვისტოს 20:00 საათიდან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი დროებით ჩაიკეტა. აღნიშნული განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა Facebook გვერდზე გუშინ გამოაქვეყნა.
დე ფაქტო უწყების განმარტებით, შეფერხება 2008 წლის მოვლენების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.
„გამშვები პუნქტების მუშაობა 9 აგვისტოს 06:00 საათზე ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.