უსაფრთხოების ნორმების დარღვევა პროვაიდერებისა და კონტრაქტორი კომპანიების დაჯარიმებას გამოიწვევს
07-08-2019, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების დროს, უსაფრთხოების რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, პროვაიდერები და მერიის კონტრაქტორი კომპანიები დაჯარიმდებიან. 

 

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, განახორციელოს ყველა პროვაიდერი თუ კონტრაქტორი კომპანიის კონტროლი და რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, დააჯარიმოს ისინი, რათა ფეხით მოსიარულეები და ავტომანქანის მძღოლები დაცული იყვნენ დაზიანებისგან.  

 

 

„თქვენც ხედავთ, დედაქალაქში რამდენი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, ხშირად პარალელურ რეჟიმშიც კი. ეს გარკვეულწილად დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა მთავარი შედეგია და იგი მიმართულია დედაქალაქისა და მოსახლეობის კეთილდღეობისკენ. ყველას გვინდა, ხვალინდელი თბილისი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემის გარეშე, გამწვანებული და უსაფრთხო. ზოგადად, როდესაც ასეთი მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს უსაფრთხოების თემებს. მე, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სამუშაოების დათვალიერება და არის შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული. მაგალითად, შეიძლება კონკრეტული ადგილი იყოს ამოთხრილი და შემაკავებელი ჯებირები არ იდგეს, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ასევე, მძღოლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის დარღვევებზე მყისიერი რეაგირება უნდა მოხდეს, კონტრაქტორი კომპანია კი, დაჯარიმდეს. 

 

 

„მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს, მაქსიმალური ყურადღება გაამახვილოთ ამ მიმართულებით. ჩვენ ყველა კონტრაქტორი გვყავს გაფრთხილებული, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს. შესაბამისად, ვინც დაარღვევს ამ მოთხოვნებს, მყისიერი რეაგირება მოახდინეთ, არ დაინდოთ არავინ, რადგან ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება, მათი სიცოცხლე. ამიტომ, როდესაც ასეთი პროექტები ხორციელდება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. ჩვენ ამას ვთხოვთ კომპანიებს, რომლებიც კორპუსებს და სასტუმროებს აშენებენ და პირველ რიგში, ჩვენმა კონტრაქტორებმა უნდა დაიცვან უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, დღეიდანვე იმოქმედეთ ამ მიმართულოებით და მიიღეთ მკაცრი ზომები, რათა მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

იურიდიული პირების მიერ უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 3 000 ლარს შეადგენს, იგივე დარღვევა ისტორიული შეზღუდვის ზონებში 6 000-ლარიან ჯარიმას იწვევს. რაც შეეხება ფიზიკური პირებს, ეს თანხა 1 000 ლარია, ხოლო ისტორიულ ზონაში უსაფრთხოების ნორმის დაუცველობა ფიზიკურ პირს 2 000-ლარიან პასუხისმგებლობას დააკისრებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი