მიხეილ სააკაშვილი: „ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, 2008 წელს პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა“
07-08-2019, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის 11-ე წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ  2008 წლის აგვისტოს ომი ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორიაა საქართველოს არსებობის მანძილზე. მანვე აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა ვერ შეძლო.

 

 

„დღეს სრულდება 11 წელი, მას შემდეგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, პუტინი დაესხა თავს სრულმაშტაბიანად საქართველოს მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით.

 

 

ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელი საქართველოს არსებობის მაძილზე, ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მასშტაბით, არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავისი ქვეყანა.

 

 

ეს არის ნამდვილი გმირობა, იმიტომ რომ 2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და მათ ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევით და ჩვენი ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით.

 

 

ის, რაც ჩვენ მოვახერხეთ 2008 წელს, რომ გადავარჩინეთ საქართველო, პოლიტიკოსებმა ვეღარ მოვახერხეთ 2012 წელს და 2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით მოვიდა ივანიშვილი. ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში - ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ივანიშვილის მიზანია საქართველოს ეკონომიკური განადგურება, საქართველოს და ხალხის მასობრივად გაყრა უცხოეთში, დემოკრატიის ნიშანსვეტის მოსპობაც ამავე დროს. მარტო ის რად ღირს, რომ ივანიშვილი და მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია მასობრივად ლობირებენ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, ისინი ამას ამ წუთებშიც, როცა ამას ვლაპარაკობ, აგრძელებენ ამ ძალისხმევას თავისი ლობისტების და თავისი შიდა გამოძიების ორგანოების მეშვეობით. ეს არის წარმოუდგენელი მაგალითი ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის და სამართლიანობის წინააღმდეგ წასვლის, მაგრამ ეს ნამდვილად ხდება.

 

 

ამგვარად, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საბოლოო გამარჯვება იქნება საქრათველოს გამთლიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რა თქმა უნდა, მე კარგად მახსოვს ყოველი გოჯი ქართული მიწის, ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში, შიდა ქართლში, რომელიც გაანადგურეს ოკუპანტებმა.

 

 

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, ამ შიდა მე-5 კოლონის, ამ მტრის, „ნამესნიკის“ ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებისგან. ის, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2012 წელს პოლიტიკოსებმა, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები, მე მინდა მათ მივესალმო, მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გარისკა 20 ივნისს, ვინც დაკარგა მხედველობა, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ არ დაიხია უკან, ვინც დაკარგა თავისუფლება, ახლა იმყოფება ციხეებში - ყველაფერი გამოგვივა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს შინდისის გმირების სისხლი, ანწეუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი